როჯერ ფედერერი თავის ყველაზე ასაკოვან გულშემატკივარს შეხვდა (ვიდეო)

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, თავის ყველაზე ასაკოვან გულშემატკივარს, დოროტი უისპერს შეხვდა. 107 წლის ქალბატონი 1912 წელს გერმანიაშია დაბადებული, ბოლო პერიოდში კი არგენტინაში ცხოვრობს.

დოროტი უისპერმა როჯერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „როჯერის ყველა შეხვედრას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საათია. როდესაც მისი თამაში იწყება, ყველა საქმეს ვივიწყებ. მე 86 წლის ვიყავი, როდესაც როჯერის თამაში პირველად ვნახე. ამჟამად ის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ამბობენ, რომ მან თამაში უნდა დაასრულოს, რადგანაც უკვე ასაკოვანია. ეს სასაცილოა. ის მოხუცი ნამდვილად არ არის. მათ არ იციან, ნამდვილი სიბერე რა არის“.