შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა პროფესიული კარიერის შესაძლო დასრულებას.
„ვიცნობ საკუთარ თავს და ვეცდები მთლიანად არ წავიდე ჩოგბურთიდან. მაშინაც კი, როცა კარიერას დავასრულებ, ისევ დავბრუნდები ხოლმე კორტზე. რატომ? ალბათ ნამდვილი ლტოლვა მაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ, როგორც ჩემი მეგობრების დიდ ნაწილს, რომლებთან ერთადაც სიამოვნებით ვითამაშებ.
მაგრამ ვიცი, დადგება მომენტი, როცა ჩემი სხეული მეტყვის: “საკმარსია”. მაგრამ ეს ახლა არ მოხდება. ამ მომენტისთვის, მე ისევ ვტკბები თამაშით და კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის (Tennis World USA).
ლეგენდარულ შვეიცარიელს კარიერაში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 100 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 20 – დიდი სლემის ჩემპიონატებზე.