როჯერ ფედერერი - საკუთარ შვილებთან პრობლემები მქონდა
როჯერ ფედერერი - საკუთარ შვილებთან პრობლემები მქონდა

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მისი ოთხი შვილიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული ჩოგბურთით.

„მე მქონდა პრობლემები შვილებთან. ვცდილობ, მათ თავს მოვახვიო ჩოგბურთი – მუდმივად ვუჩვენებ მათ ცნობილ მატჩებს რაფაელ ნადალის და ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობით, მაგრამ მათთვის სულ ერთია. მათ მხოლოდ სურთ, რომ მამა მალე დაბრუნდეს ვარჯიშიდან ან მატჩიდან და მათთან ითამაშოს.

ვცდილობ, ჩოგანი ხელში დავაჭერინო. დღეს ოთხივე თამაშობს ჩოგბურთს და მე მართლაც მინდა ეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რას აკეთებდნენ მთელი ცხოვრება მათი მშობლები“, – განაცხადა ფედერერმა.

აგვისტოში შვეიცარიელს 39 წელს უსრულდება. დღეს ის მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია. ამ სეზონში როჯერმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთი მოიგო.