როჯერ ფედერერი - რა თქმა უნდა, ვაპირებ მომავალ წელს თამაშს #1TVSPORT
როჯერ ფედერერი - რა თქმა უნდა, ვაპირებ მომავალ წელს თამაშს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა, გეგმავს თუ არა მომავალ წელს თამაშს. მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო, 40 წლის შვეიცარიელს შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ არ ვიცი, სად და როდის. მაგრამ ეს ჩემი გეგმაა. წლევანდელი სეზონისთვის არ დამიგეგმავს არაფერი ლეივერის თასისა და ბაზელის გარდა. ბაზელის შემდეგ სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში დასრულებული იქნება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ისევ ავკრიფო ფორმა, რათა სრულფასოვნად ვარჯიში შევძლო. ამის შემდეგ მექნება არჩევანის საშუალება – რამდენი და რომელი ტურნირი ვითამაშო. ლეივერის თასი – კარგი დასაწყისია, რადგან იქ არ არის საჭირო ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება.

ბაზელში უნდა მქონდეს ამის გაკეთების საშუალება. ამ ყველაფრისთვის ვარჯიშებზე უნდა მოვემზადო. თავად მაინტერესებს, რა იქნება შემდეგ, მაგრამ დიდი იმედები მაქვს, დიდი გზა გავიარე. შორს არ ვარ საჭირო ფორმისგან. უახლოესი სამი-ოთხი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ფედერერმა.