მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არ ითამაშებს მაიამის „მასტერსზე“. რეიტინგის მეხუთე ნომერი, თავდაპირველად შეყვანილი იყო მონაწილეთა სიაში.
გრუნტის სეზონამდე ფედერერი მხოლოდ ორ ტურნირში თამაშს აპირებს – დოჰასა (ATP250) და დუბაიში (ATP500), – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა მიხალ სამულსკიმ.
მაიამიში „მასტერსი“ 24 მარტიდან 4 აპრილამდე გაიმართება.
დოჰაში ტურნირის ჩატარების თარიღია – 8-13 მარტი, დუბაიში – 15-20 მარტი.