როჯერ ფედერერი - კორტზე აუცილებლად დავბრუნდები, დარწმუნებით ვამბობ, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა დაასახელა კორტზე დაბრუნების სავარაუდო ვადები. „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონისთვის ბოლო ტურნირი იყო უიმბლდონი, რომელიც ივლისში გაიმართა. ამის შემდეგ, 40 წლის შვეიცარიელმა უარი თქვა ტოკიოს ოლიმპიადაში თამაშზე და აგვისტოში მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა.
„მუხლზე განმეორებითი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება რთულად მივიღე. ანალოგიური პროცედურა შარშანაც გადავიტანე. უიმბლდონზე უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი ფიზიკური მდგომარეობით, ძალიან ბევრი მაკლდა იდეალურ ფორმამდე, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვიხარჯებოდი.
კორტზე აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. ძალიან არ მინდიდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ჩოგბურთის შემდეგ მინდა დავტკბე სრულფასოვანი ცხოვრებით. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე უარესი უკან დარჩა“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Tennis Majors-ს.