როჯერ ფედერერი - ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ჩოგბურთი #1TVSPORT
როჯერ ფედერერი - ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ჩოგბურთი #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ინტერვიუში მოყვა იმის შესახებ, თუ რომელმა ქალმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩოგბურთის თანამედროვე სტილზე.

„ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ჩოგბურთის სამყარო. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ მარტინა ნავრატილოვაზე და მის თამაშზე ბადესთან. იმ დროს მამაკაცთა და ქალთა ტურები ერთმანეთს ჰგავდნენ. უყურეთ ვილასსა და ბორგს, მათ გათამაშებებს. ისინი დარბოდნენ წინ და უკან, წინ და უკან. ან, მაგალითად, კრის ევერტი.

და შემდეგ ჩნდება ნავრატილოვა და ყოველი ბურთისთვის ბადესთან გარბის. და ყველა ამბობს: „აი, ეს მუშაობს“, – განაცხადა ფედერერმა.

ასევე შვეიცარიელმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა.

„მე იმაზე ბევრი გეგმა მაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გავიარე ჩოგბურთის წყალობით. მინდა გამეორების ღილაკს დავაჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი თავიდან სტრესის გარეშე უნდა გავიარო. ვნახო ალუბლის ყვავილობა ტოკიოში, დავესწრო NBA-სა და NHL-ის მატჩებს, აღარ ვიხედებოდე ვარჯიშების განრიგში. ეს რაღაც სრულიად განსხვავებული იქნება. მე და მირკა დიდი ხანია ვოცნებობთ ბავშვებთან ერთად დავათვალიეროთ მსოფლიოს სხვადასხვა პარკი. და ეს დრო მალე დადგება.

ჩემი სურვილია მუსიკის გაკვეთილებს დავესწრო და ახალი ინსტრუმენტი ავითვისო. ცოტას ვუკრავ პიანინოზე, ახლა მინდა ვისწავლო საქსოფონზე დაკვრა. მინდა ვისწავლო მაღალ თოვლში თხილამურებით სრიალი. ადრე არ გამომდიოდა, შემდეგ ავადმყოფობის გამო მივატოვე. მინდა ვისრიალო სნოუბორდით და ჩავყვინთო აკვალანგით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაშინებს“, – ამბობს „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი.