როჯერ ფედერერი - დიდი ხანია მუხლის გამო არ ვვარჯიშობ, ამ მომენტისთვის ყველაფერი გაურკვეველია #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა მუხლის მდგომარეობაზე, რომლის ტრავმის გამოც გამოტოვა რამდენიმე ტურნირი უიმბლდონის შემდეგ.
გასულ კვირას, „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონს 40 წელი შეუსრულდა.
„დიდი ხანია არ ვვარჯიშობ მუხლის გამო. ამ კვირას შევხვდები ექიმებსა და ჩემი გუნდის წევრებს და ვნახავთ, რა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში. ამ მომენტისთვის ყველაფერი გაურკვეველია. მაგრამ მშვიდი ადამიანი ვარ, ყველაფერს იუმორით ვუყურებ და ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ კარგი დავინახო. თუ ახლა ყველაფერი ცუდადაა, ვიცი, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს ოჯახში ყველანი ჯანმრთელად არიან და საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად მაქვს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი კარგი მომენტი მექნება“, – განაცხადა ფედერერმა Blick-თან ინტერვიუში.