მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მიანიშნა, რომ სულ უფრო ახლოსაა კარიერის დასრულებასთან.
„ჩემი სპორტიდან წასვლის მომენტი სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ძალიან მოვიწყენ ტურნირების გარეშე“, – განაცხადა გერმანულ ჟურნალ „ცაიტ“-თან (Zeit) ინტერვიუში ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.
აგვისტოში ფედერერი 39 წლის გახდება. ის რეკორდსმენია „დიდი სლემზე“ ტიტულების (20) რაოდენობით. ადრე როჯერმა განაცხადა, რომ ამ სეზონში არ დაუბრუნდება ტურნირებს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს უიმბლდონზე თამაშს შეძლებს.