მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადი შეიტანა ბაზელის ტურნირში (ATP-500) მონაწილეობაზე. ამის შესახებ ტურნირის პრესსამსახურმა გამოაცხადა.
ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა მშობლიურ ქალაქში თამაში. ის მეცხრე ნომრად იქნება განთესილი ATP-ის დაცული რეიტინგის წყალობით. უკვე ცნობილია, რომ პირველი წრის მატჩს „დიდი სლემის“ 20-გზის ჩემპიონი 25 ოქტომბერს ჩაატარებს.
ფედერერი ბაზელის ტურნირის 10-გზის ჩემპიონია.
ამ მომენტისთვის 40 წლის ჩოგბურთელი აგრძელებს აღდგენას მუხლზე ოპერაციის შემდეგ.