მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა იმ სირთულეებზე, რომელსაც გრუნტის სეზონის სტარტის წინ გრძნობს.
„სინამდვილეში, არ ვგრძნობ თავს დამაჯერებლად გრუნტის სეზონის დაწყებამდე. არც კი მახსოვს, სწორად როგორ უნდა ვისრიალო ამ საფარზე. ამიტომაც მზადება ძალიან ნელი ტემპით მიდის წინ. გასულ სეზონზე ერთხელაც არ მითამაშია გრუნტზე, ერთი დარტყმაც კი არ შემისრულებია. ორი წლის წინ გრუნტზე მხოლოდ ორი ვარჯიში ჩავატარე. სამი წლის წინ, მონტე კარლოსა და რომში თამაშისას, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. არ ვიცი, ამჯერად საკუთარი თავისგან რას უნდა ველოდო. ვნახოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მესმის, რომ გრუნტზე თამაში გამოწვევა და ნამდვილი გამოცდაა ჩემთვის“, – განაცხადა ფედერერმა ტენის 365-თან (Tennis 365) კომენტარში.
შვეიცარიელი გრუნტის სეზონს მადრიდის მასტერსით დაიწყებს, რომელიც 3-12 მაისს გაიმართება.