როჯერ ფედერერი - არ მიმაჩნია საკუთარი თავი ნიჭიერად, ყველა ჩემი მოგება მძიმე შრომის შედეგია
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა გულშემატკივრების შეფასებას თავის მიღწევებზე.
„ბევრი ადამიანის აზრით, საქმე ისაა, რომ მე „ნიჭიერი“ ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, ეს არის მონდომებული შრომის შედეგი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ეს პროცესი ძალიან მძიმე იყო.
ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ვიგებდი, ადამიანები ამბობდნენ: „შეხედე, როგორ იოლად გამოგდის ყველაფერი“, მაგრამ შემდეგ, როცა ვაგებდი, ისინი ამბობდნენ: „უფრო მეტად უნდა მოგენდომებინა“.
ძალიან მიჭირდა ბალანსის პოვნა. დაბნეული ვიყავი. უფრო მეტი უნდა ვიყვირო? უფრო მეტად უნდა გავვოფლიანდე? რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ მართლაც მთელ ძალას ვხარჯავ კორტზე?!“. – განაცხადა ფედერერმა.