მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი უახლოეს დროში ლათინოამერიკულ ტურნეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საჩვენებელ შეხვედრას გამართავს.
როგორც არგენტინული გაზეთის, „ნასიონის“ (La Nacion) ჟურნალისტმა სებასტიან ტოროკიმ გაარკვია, ფედერერი მექსიკას ეწვევა, სადაც “მონუმენტალის” სტადიონზე ითამაშებს. ეს არენა 42 ათას მაყურებელს იტევს.
დღეისთვის, ჩოგბურთში მაყურებლის რაოდენობის მხრივ, რეკორდი ეკუთვნის ბელგიელი კიმ კლაისტერსისა და ამერიკელი სერენა უილიამსის მატჩს, რომელიც 2010 წელს გაიმართა. იმ შეხვედრას 35 681 ადამიანმა უყურა. ფედერერს აქვს ამ რეკორდის დამხობის შანსი, თუ მექსიკაში სტადიონის გავსებას შეძლებს.
შვეიცარიელი ლეგენდა ასევე არგენტინას, ჩილესა და კოლუმბიას ეწვევა.