როჯერ ფედერერი - 38 წლის ასაკში არ შეიძლება ვიყო ავსტრალიის ფავორიტი
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადების შესახებ.
„სეზონებს შორის ბევრს და მონდომებით ვვარჯიშობდი. არანაირი ჩავარდნა და შეფერხება არ ყოფილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ კვირას საკუთარ თავს ვკითხე, მიხარია თუ არა ავსტრალიაში გამგზავრება? იქნებ უმჯობესია შინ დავრჩე, რადგან შემიძლია ამის გაკეთება. მართლაც, თავისუფლად შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, მაგრამ გადავწყვიტე – არა, მე ბედნიერი ვარ, რომ მელბურნში მივფრინავ და სეზონს სწორედ იქ დავიწყებ. კარგ ფორმას ვინარჩუნებდი, შესანიშნავი გუნდი მყავს.
ვიცი, რომ 38 წლის ასაკში არ შეიძლება ფავორიტად მივიჩნეოდე. ფავორიტები უნდა იყვნენ 20 წლის მოთამაშეები, მაგრამ ჩვენი სამეულიც ირიცხება ფავორიტებს შორის. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. ჯოკოვიჩი და ნადალი შესანიშნავ მომზადებას უჩვენებენ. მე ცოტათი ვუყურე მათ თამაშს ATP Cup-ზე. ეს იყო ბრწყინვალე მატჩი. როცა ტრავმები არ აწუხებთ, მათი დამარცხება ძალიან რთულია“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Sky Sports-ს.
ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს დაიწყება.