38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავისი კარიერის განვითარების შესახებ აზრი გამოთქვა.
„ვგრძნობ, რომ ძალა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. პოზიტიური მომენტი იმაშია, რომ არ ვიცი – როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ჩემი მომზადება ფიტნესისა და ვარჯიშების კუთხით ყოველთვის ეფუძნება გაურკვევლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის შემდეგაც ვითამაშებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად დასრულეს, თუმცა ჩემი ფიტნეს-მწვრთნელი ამბობს: „გამაფრთხილე, თუ გადაწყვეტ ბოლო სეზონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში, აღარ გავაკეთებთ ფიტნეს-სერიებს. შენ უბრალოდ ითამაშებ ტურნირებზე და სიამოვნებას მიიღებ“. მაგრამ დეკემბერში მე ვაპირებ ფიტნესზე მუშაობას. ჯერჯერობით მოტივირებული ვარ – ყველაფერი შესანიშნავადაა“, – განაცხადა ფედერერმა Tennis 365-თან კომენტარში.