როჯერ ფედერერი 2020 წლის ოლიმპიადაზე არ ფიქრობს
როჯერ ფედერერი 2020 წლის ოლიმპიადაზე არ ფიქრობს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სავარაუდო გამოსვლას.

„არ შემიძლია იმის თქმა, რომ ყველა ღონეს ვიხმარ 2020 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. ეს არ არის ჩემთვის ისეთი მიზანი, როგორიც ლონდონის ან რიო-დე-ჟანიეროს ოლიმპიადა იყო. ხალხი ფიქრობდა, რომ 2012 წელს კარიერას დავასრულებდი, მაგრამ მოვინდომე ოთხი წლის შემდეგ თამაში და ეს გავაკეთე.
დიახ, შესაძლოა, ტოკიოში თამაში ჩემი ბიოგრაფიის ლამაზი ფურცელი იყოს, მაგრამ მე ამისკენ არ ვისწრაფვი“, – განაცხადა ფედერერმა „ტენის მეგეზინთან“ (Tennis Magazin) კომენტარში.

37 წლის ფედერერი „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონია, 2008 წელს მოგებული აქვს ოლიმპიადა წყვილთა თანრიგში. მის აქტივშია 98 მოგებული ტურნირი.