როჯერ ფედერერი 2020 წელს ჩოგბურთიდან წასვლას არ გამორიცხავს
როჯერ ფედერერი 2020 წელს ჩოგბურთიდან წასვლას არ გამორიცხავს

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. 38 წლის ლეგენდის სიტყვებით, 2020 წელი, შესაძლოა, ბოლო გახდეს მის კარიერაში.

„შინაგანად გადავწყვიტე, რომ მინდა კიდევ ერთ უიმბლდონზე გამოსვლა. ახლა მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვფიქრობ ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას. მე უკვე განვიხილე ეს პერსპექტივა ჩემს გუნდთან და ვკითხე მათ – რას ფიქრობენ ამაზე. ასევე ვიმსჯელე ჩემს მეუღლესთან ერთად. აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩემთვის, უბრალოდ, მნიშვნელოვანია ვითამაშო ტურნირების სერია და ვისიამოვნო დასვენებით, ასევე საკმარისი დრო დავუთმო ოჯახს“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები „ტენის ჰედს“ (Tennis Head).

როჯერ ფედერერი მესამე ადგილზეა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში.