„როიტერი“ - რუსეთის ავიაიერიშების შედეგად სირიაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ ალეპოს პროვინციის დასავლეთ ნაწილზე ავიაიერიშები განაახლა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ბოლო დაბომბვების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, შვიდი ადამიანი კი დაშავდა.
ალეპოში გრძელდება სირიის მთავრობის საარტილერიო დარტყმებიც.
იერიშების შემდეგ ალეპოს ამ ნაწილს ათასობით ადამიანი ტოვებს. იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი სხვადასხვა ცნობებით 13 ათასს აღწევს. მათი უმრავლესობა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დაბანაკდა.
მანამდე, სირიის მთავრობამ განაახლა იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელიც ამბოხებულების ერთ-ერთი ბოლოს დასაყრდენია.
ამის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.