„როიტერი“ - იტალიელ ნაციონალისტთა ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც იტალიის მომავალი პრემიერი უნდა გახდეს, კიევს მხარდაჭერას ჰპირდება
„როიტერი“ - იტალიელ ნაციონალისტთა ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც იტალიის მომავალი პრემიერი უნდა გახდეს, კიევს მხარდაჭერას ჰპირდება

იტალიელ ნაციონალისტთა ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს, კიევს მხარდაჭერას დაჰპირდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა, იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ის ელოდება ნაყოფიერ თანამშრომლობას იტალიის ახალ მთავრობასთან.

„ძვირფასო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. დარჩით ძლიერი და შეინარჩუნეთ თქვენი მტკიცე რწმენა“, – უპასუხა ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტს „ტვიტერში“.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მელონი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს უკრაინას იარაღი, იმის მიუხედავად, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენდა. საპირისპიროდ, მელონის ორი პოლიტიკური მოკავშირე – პარტია „ლიგა“ და „ფორცა იტალია“ უფრო არაერთმნიშვნელოვანი პოზიციის იყვნენ, რაც განპირობებულია მათი ისტორიულად ახლო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.