„როიტერი“ - ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა
„როიტერი“ - ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევების უმეტესობა კატალონიისა და არაგონის რეგიონებში ფიქსირდება.

როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ქვეყანაში ამჟამად 201 ახალი კლასტერია აღრიცხული. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გაიზარდა ბარსელონის სიახლოვეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ ივნისის ბოლოს ქვეყანაში მცხოვრებ ყოველ 100 000 მოქალაქეზე რვა შემთხვევა მოდიოდა, ახლა მათი რიცხვი 27-მდეა მომატებული.

უქმე დღეებში ესპანეთში 4500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ კატალონიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია.