როგორ იხსენებენ თანაგუნდელები შაქარაშვილს – ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა (ვიდეო)

20:05, 28.07.2020

დღეს „საბურთალოს“ მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ფეხბურთელი „საბურთალო 2“-ის წევრი იყო – ის ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე გახლდათ, რომელზეც გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დიდი იმედებს ამყარებდა.

„საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 19 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელები იხსენებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივნისს კი, გარდაცვლილი იპოვეს.

https://www.facebook.com/fc.saburtalotb/videos/971882909911700

მსგავსი