როგორ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავიდან [ვიდეო]

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოყავთ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავიდან.

საქართველოს ექსპრეზიდენტი კიევში, საკუთარ სახლში დააკავეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ავტომობილს, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორია, მხარდამჭერებმა ქვები ესროლეს და მის გადმოყვანას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა სცადეს თავდასხმა  სპეცრაზმზის წევრებზე, რის შემდეგაც სპეცრაზმმა  ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენა.

სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.