კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს
კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს სახლთან სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სცადეს თავდასხმა  სპეცრაზმზის წევრებზე, რის შემდეგაც მათ ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს.

სააკაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს მოუწოდებენ, არ შეჩერდნენ და სამართალდამცველებს არ მისცენ საშუალება, რომ მანქანა, რომელშიც სააკაშვილი ზის, გაიყვანონ ტერიტორიიდან.

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს, თუმცა მანქანა, რომელშიც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ზის მხარდამჭერთა წინააღმდეგობის გამო, ვერ ახერხებს ტერიტორიიდან გასვლას.