როდრიგო ახლოს არის „რეალის“ დატოვებასთან, ყველაფერი ხაბი ალონსოზეა დამოკიდებული #1TVSPORT
როდრიგო ახლოს არის „რეალის“ დატოვებასთან, ყველაფერი ხაბი ალონსოზეა დამოკიდებული #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი როდრიგო სუსტად ატარებს სეზონის მეორე ნახევარს და მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

გამოცემა Relevo წერს, რომ ამ მომენტისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის ალბათობა, რომ როდრიგო ზაფხულში „რეალს“ დატოვებს.

მადრიდულ კლუბში უკმაყოფილონი არიან ბრაზილიელის ფორმით და კლუბის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ არდა გიულერი შეძლებს მის შეცვლას. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას როდრიგოს მომავალზე „რეალის“ მომავალ მწვრთნელთან ხაბი ალონსოსთან საუბრის შემდეგ მიიღებენ.

როდრიგოს მიმართ ინტერესს პრემიერლიგის ტოპ-კლუბები იჩენენ, მათ შორის „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „არსენალი“.

ამ სეზონში როდრიგომ ლა ლიგას 30 მატჩში ექვსი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.