როდრი და იამალი „ბარსელონას“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან #1TVSPORT

00:36, 30.08.2026

„ბარსელონას“ ახალწვეული როდრი კატალონური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ესპანელი ნახევარმცველი პირველ ადგილს იყოფს ფორვარდ ლამინ იამალთან. მათი წლიური შემოსავალი 31.25 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა Capology-მ.

წყაროს ცნობით, ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელიც 71.67 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზეა მისი თანაგუნდელი ვინისიუსი 50-მილიონიანი შემოსავლით.

30 წლის როდრი „ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა და 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

მსგავსი