როდჩენკოვმა რუსულ დოპინგზე ახალი წიგნი დაწერა #1TVSPORT
როდჩენკოვმა რუსულ დოპინგზე ახალი წიგნი დაწერა #1TVSPORT

მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგორი როდჩენკოვმა ახალი წიგნი დაწერა რუსეთში დოპინგის გამოყენების შესახებ.

როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, ახალი წიგნის სახელწოდებაა – „დოპინგი. აკრძალული გვერდები“, რომელშიც აღწერილია „უფრო სრული ისტორია რუსული სადოპინგო სისტემის შესახებ“.

Daily Mail-თან კომენტარში როდჩენკოვმა დაასახელა ვადა, რომელიც მიაჩნია მისაღებად რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე დასაბრუნებლად.

„იმედია, ჩემი წიგნი აიძულებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, დაუწესოს რუს სპორტსმენებს ერთმნიშვნელოვანი და ხანგრძლივი აკრძალვა. ისინი დისკვალიფიცირებულნი უნდა იყვნენ იქამდე, სანამ რუსეთი არ ჩაატარებს სპორტული მომზადების სრული სისტემის რეფორმას. ამაზე, მინიმუმ, ათი წელი უნდა დაიხარჯოს“, – ამბობს როდჩენკოვი.

როდჩენკოვის პირველი წიგნის სახელწოდება იყო – „როდჩენკოვის საქმე: როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგიმპერია“. დოკუმენტურმა ფილმმა კი, რომელშიც როდჩენკოვი მთავარ როლშია, 2018 წელს ოსკარი მიიღო.