რობერტო მანჩინი უახლოეს პერიოდში დატოვებს საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს, – წერს გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, 59 წლის იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ბოლო სიტყვა საუდის არაბეთის მეფეს ეკუთვნის. მისი მხრიდან გადაწყვეტილების დადასტურებას კვირას ან ორშაბათს ელიან.
მანჩინის ადგილზე ორი კანდიდატია: რამონ დიასი ან ერვე რენარი.
რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებში 2023 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მისი გაწვრთნილები ოთხი ტურის შემდეგ ხუთი ქულით С ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.