რობერტო კარლოსმა საფრანგეთის წინააღმდეგ შესრულებული ცნობილი საჯარიმო დარტყმა თავისი სახლის ეზოში გაიმეორა.
1997 წელს, საფრანგეთში ოთხთა ტურნირი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიისა და საფრანგეთის გარდა, მონაწილეობა მიიღეს იტალიისა და ინგლისის ეროვნულმა ნაკრებებმა.
მატჩი „სელესაოსა“ და „მამლებს“ შორის ფრედ, 1-1 დასრულდა, საბოლოოდ კი ტურნირის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა.
2017 წელს, ამ ცნობილი საჯარიმოდან 20 წლის შემდეგ, ბრაზილიელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
„სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, როგორ გავაკეთე ეს“.
თუმცა, როგორც ირკვევა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არათუ იცის, როგორ გააკეთა ეს, არამედ ასეთი დარტყმის გამეორებაც შეუძლია.
და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ბურთი კარს აცდა, აშკარად ჩანს, რომ რობერტო კარლოსს 46 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს ძველი ოსტატობა.