რობერტო ბაჯო – დღემდე ცუდად მძინავს 1994 წელს გაფუჭებული პენალტის გამო (ვიდეო)

13:43, 06.06.2019

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ აღიარა, რომ დღემდე ვერ ივიწყებს გამოუყენებელ 11-მეტრიანს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალში. მაშინ იტალიამ პენალტების სერიაში წააგო ბრაზილიასთან. ბაჯოს მიერ გაფუჭებული პენალტი ბოლო იყო იმ სერიაში.

„დღემდე ცუდად მძინავს ბრაზილიასთან მატჩში პენალტების სერიისას დაშვებული შეცდომის გამო. ეს მეტად უსიამოვნო სიტუაციაა, რომელიც გაკვეთილად გამოდგება. ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიას შევხვედროდი, რადგან მინდოდა, 1970 წლის ფინალისთვის რევანში ამეღო. მაგრამ, ერთი საქმეა ოცნება და მეორე – რეალობა. სულ სხვა დასასრულზე ვოცნებობდი“, – განაცხადა „სკუადრა აძურას“ ყოფილმა ვარსკვლავმა „სკაი სპორტს იტალიასთან“ კომენტარში.

მსგავსი