რობერტ ლევანდოვსკი - მზად ვარ, მივიღო 2020 წლის „ოქროს ბურთი“ #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - მზად ვარ, მივიღო 2020 წლის „ოქროს ბურთი“ #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ილაპარაკა 2020 წლის „ოქროს ბურთის“ არშემდგარ ცერემონიაზე.

თავდამსხმელი, რომელიც იმ მომენტში „ბაიერნში“ თამაშობდა, ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ 2020 წელს გადაწყვიტეს, პრიზი არ გაეცათ კორონავირუსის პანდემიის გამო.

“ჩემთვის გაუქმების მიზეზი გაუგებარი იყო. მიმდინარეობდა ყველა ჩემპიონატი, ასევე ჩემპიონთა ლიგა…

მესმის, რომ ხანდახან ფეხბურთი მუშაობს, როგორც პოლიტიკა. იქ, სადაც ფეხბურთია, არის ბიზნესი, ხოლო სადაც ბიზნესია, იქ არის პოლიტიკა.

მზად ვარ, თუ არა მივიღო „ოქროს ბურთი“, თუ ოთხი წლის შემდეგ მის გადაცემას გადაწყვეტენ? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ რიო ფერდინანდისთვის მიცემულ ინტერვიუში.