რობენი შესაძლოა „ეინდჰოვენში“ დაბრუნდეს
რობენი შესაძლოა „ეინდჰოვენში“ დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა „ეინდჰოვენში“ გააგრძელოს.

როგორც გერმანელი გამოცემა Kicker წერს, 34 წლის ჰოლანდიელს უკვე ჰქონდა კონტაქტი კლუბთან სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ რობენი მომავალი წლის ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვებას აპირებს. მის ტრანსფერში პირადად არის დაინტერესებული „ეინდჰოვენის“ მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელი.

რობენი ამ ჰოლანდიურ კლუბში 2002-04 წლებში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ რიგებში, გაიტანა ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.