რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მხრიდან დაანონსებული გაფიცვა არ შედგება
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მხრიდან დაანონსებული გაფიცვა არ შედგება

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მხრიდან დაანონსებული გაფიცვა არ შედგება, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან სადაო საკითხები მოგვარებულია.

„გაცნობებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტსა და „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს“ შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მხრიდან დაანონსებული გაფიცვა არ შედგება. სადაო საკითხები მოგვარებულია“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაანონსდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვდნენ.