რიყის დოქები ისევ იყიდება
რიყის დოქები ისევ იყიდება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქების გასაყიდი აუქციონი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს რიგით მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ქონება საპრივატიზაციოდ გამოდის. ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 17.5 მილიონი ლარით, ხოლო, თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით, 65 მილიონი ლარითაა შემცირებული.

აუქციონი 13 დღეში დასრულდება.

ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში იყიდება. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზებო ობიექტები, გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.