რივალდო - მესი მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებს #1TVSPORT
რივალდო - მესი მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ გამოთქვა იმედი, რომ ლიონელ მესი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდება.

„არც ბრაზილია და არც ნეიმარი არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამიტომ მე არგენტინას ვუჭერ მხარს. მან ადრეც დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის და ამ კვირას დააჯილდოებს. ლეო, შენ იმსახურებ ამ ტიტულს იმისთვის, ვინც ხარ და იმ შესანიშნავი ფეხბურთისთვის, რომელსაც ყოველთვის აჩვენებდი. ქედს ვიხრი შენ წინაშე“, – დაწერა რივალდომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთი – მაროკოს ნახევარფინალის გამარჯვებულთან ითამაშებს. მატჩი დღეს, 14 დეკემბერს ელ-ჰორაჰში, ელ ბაიტის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.