რიში სუნაკი – დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დღეს რუსეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ
დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები დღეს რუსეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში არსებულ სიტუაციას.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ადგილზე შექმნილ სიტუაციას. ყველა მოკავშირესთან კონტაქტზე ვართ და ზოგიერთ მთგანთან ვისაუბრებ დღეს მოგვიანებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის, რომ გამოიჩინონ პასუხსიმგებლობა და დაიცვან მოქალაქეები“, – განაცხადა რიში სუნაკმა.