ევგენი პრიგოჟინი - ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება
ევგენი პრიგოჟინი - ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაგნერის სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმას, მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. ამის შესახებ საუბარია აუდიოჩანაწერში, რომელიც პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა.

„ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება“, – აღნიშნა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

პრიგოჟინი პირობას დებს, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ შემდეგ გასამხედროებულ ჯგუფს უკრაინის ფრონტზე დააბრუნებს.

პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.

ევგენი პრიგოჟინმა გამოცხადებული კამპანიის მიზნად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გასამართლება დაასახელა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო ხელისუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას“.

„ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.