რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა
რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს.

„სუნაკი განიხილავს რეგიონული ესკალაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას“, – აღნიშნეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

მანამდე რიში სუნაკი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში.