რიო ფერდინანდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი პრობლემა დაასახელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ და გუნდის მთავარი მწვრთნელის დათხოვნის საკითხიც აქტიურად განიხილება.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო მატჩში მანჩესტერულმა გრანდმა „ლივერპულს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინადმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და მთავარი პრობლემაც დაასახელა.
„მე ეს გზა გავლილი მაქვს. ერთხელ „მანჩესტერ სიტისთან“ ასევე სახლში დავმარცხდით – 1:6. თუმცა, მაშინ ჩვენი გუნდი ძალიან თვითმყოფადი იყო და რამდნიმე კვირაში კვლავ ფორმაში ჩავდექით, – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს Independent. – სწორედ ეს არის თანამედროვე „მანჩესტერის“ მთავარი პრობლემა, ისინი ახლა ცდილობენ საკუთარი თავის და თამაშის პოვნას.
როცა უყურებ მათ თამაშს, ასეთი კითხვა გიჩნდება: „ვინ არიან? აძლევს მწვრთნელი სწორ დავალებებს? თუ ასეა, მაშინ ფეხბურთელები რატომ არ ითვალისწინებენ დარიგებას? სწორედ აქ არის სამუშაო, რადგან გუნდი ძალიან გაფანტულად გამოიყურება“.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში (14 ქულით) მეშვიდე პოზიციაზეა.