სოლსკიაერს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიანი ვადა მისცეს #1TVSPORT
სოლსკიაერს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიანი ვადა მისცეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიანი პერიოდი მისცეს, – იუწყება The Telegraph.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ნორვეგიელი სპეციალისტი დათქმულ ვადაში „მანჩესტერის“ შედეგების გაუმჯობესებას ვერ მოახერხებს, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

აღნიშნავენ, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს სოლსკიაერის შემცვლელს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად ანტონიო კონტეს მოიაზრებენ.

უახლოეს სამ მატჩში კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში „ტოტენჰემსა“ და თანაქალაქელ „სიტის“ უნდა დაუპირისპირდეს, ჩემპიონთა ლიგაზე კი – „ატალანტას“.

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო მატჩში მანჩესტერულმა გრანდმა „ლივერპულს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.