რიგის მოქმედი და ყოფილი მერები ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ
რიგის მოქმედი და ყოფილი მერები ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ

რიგის მერი, პრორუსი ნილ უშაკოვი და მისი წინამორბედი, ანდრის ამერიკსი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ქალაქის მერი თანამდბობაზე არჩევნებამდე, 26 მაისამდე დარჩება.

„ჩვენ წინააღმდეგ ფაქტობრივად, ომია გამოცხადებული. ჩვენ ვაპირებთ, რიგის ინტერესები ევროპის დონეზე დავიცვათ“, – განაცხადა უშაკოვმა.

რიგის ყოფილმა მერმა, ანდრის ამერიკსმა კი განაცხადა, რომ თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ეს აუცილებელიც კი იყო.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ლატვიის ანტიკორუფციულმა ბიურომ უშაკოვის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.