რევანში პირველი მარცხისთვის – 19-წლამდელებმა გასვლაზე რუმინეთი დაამარცხეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გასვლაზე რუმინელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ბუქარესტში ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. პირველი რუმინელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს, მეორეში კი ქართველებმა იმარჯვეს – 4:2.
ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველომ გახსნა – ირაკლი აზაროვისა (თბილისის „დინამო“) და გიორგი გაგუას („იბერია 2010“) გოლებით ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:1 დაწინაურდა. 89-ე წუთზე რუმინელებმა წონასწორობა მეორედ აღადგინეს, მაგრამ იტალიური „პადოვას“ ნახევარმცველმა დავით ლორთქიფანიძემ და „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ბოლო წუთებზე მასპინძლებს კიდევ ორი გაუტანეს და რამაზ სვანაძის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში ბექა ხარაიშვილმა ითამაშა, რომელიც ეროვნული გუნდის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილის ძმა გახლავთ.
რუმინეთი – საქართველო 2:4
გოლები: 0:1 აზაროვი (47), 1:1 ვაიდა (69), 1:2 გაგუა (84), 2:2 დუმიტრუ (89) 2:3 ლორთქიფანიძე (90), 2:4 გულიაშვილი (94)
საქართველო: კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე (80. ჭავჭანიძე), კალანდაძე, აწყურელი (80. კაპანაძე), მესიაჩენკო (80. გაგნიძე), მექვაბიშვილი, აზაროვი (61. ხარაიშვილი), მოისწრაფიშვილი (65. მუკბანიანი), იაკობიძე (61. გაგუა), გულიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე