რევანში ისრაელთან - 17-წლამდე გოგონები ევროშესარჩევისთვის ემზადებიან
საქართველოს 17-წლამდე ასაკის გოგონათა ნაკრებმა ისრაელი ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა და სრულფასოვანი რევანში აიღო.
გუნდი „ევრო 2020“-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და ისრაელს თბილისში ორჯერ შეხვდა. პირველი მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი ეთერ სულაშვილი გახდა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული მეორე მატჩი ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ლიზი მწყერაშვილისა და ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა.
საქართველო 2:0 ისრაელი
საქართველო: მარკოიძე, აკობიძე, ძაბუა, სვანიძე, ბუდედაშვილი, კახნიაშვილი, ბებია, დანელია, რომანჩუკი, სულაშვილი, მწყერაშვილი
საქართველოს 17-წლამდე ასაკის გოგონათა ნაკრები „ევრო 2020“-ის შესარჩევ ციკლში მერვე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩებს 19-26 ოქტომბერს სერბეთი უმასპინძლებს.