ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა მეორე მატჩი ლიეტუვასთან ჩაატარა და ანგარიშით 23:37 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გოგონებმა ტურნირის პირველ შეხვედრაში მასძინძელ აზერბაიჯანის ნაკრებს დიდი ანგარიშით 39:13 სძლიეს.

ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც მომდევნო მატჩებში სლოვენიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან.

თამაშების განრიგი:

9 აგვისტო 11:15 | საქართველო – სლოვენია

10 აგვისტო 13:30 | საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა