17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სალომე ხუბულურის გუნდი სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩები 23 და 25 თებერვალს ერევანში გაიმართება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სალომე ხუბულურმა შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე, ანანო სიგუა (რაჭა, ამბროლაური)

დაცვა: ანა პავლიაშვილი, თამუნა ლონდარიძე (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (დინამო, სოხუმი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი, თბილისი), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ელენე ჩიქოვანი, ნინი ბერიძე, ლიზი კანკია, მარიამ მამფორია, ანა ხაჩატუროვა (ყველა – კვარტალი, თბილისი), ლიკა მანუჩარიშვილი, ნინო ბუხრიკიძე (ორივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ) თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), შორენა ჯანეზაშვილი (გორი იუნაიტედი), კესარია მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური)

სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის ფარგლებში ისრაელსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

23 თებერვალი, 14:00

სომხეთი – საქართველო

25 თებერვალი, 14:00

სომხეთი – საქართველო