Reuters - საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის
Reuters - საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის

საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს. სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის ფასებზე განცხადების გაკეთებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი გეგმავს.

საწვავზე ფასების გაზრდის გეგმამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოწვია. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საფრანგეთის მთავრობასთან 4 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს. მთავრობამ საწვავზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილება გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. მასშტაბური აქციების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.