რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში დემოკრატების ინიციატივები დაბლოკეს

08:35, 22.01.2020

რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დაბლოკეს.

სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად, რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს მხარი დემოკრატების ინიციატივას, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, პენტაგონიდან და საბიუჯეტო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტების განხილვას ითხოვდნენ.

ტრამპის ოპონენტები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სენატში მოწმის სტატუსით ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი დაეკითხათ, თუმცა რესპუბლიკელებმა ეს წინადადებაც დაბლოკეს.

სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 21 იანვარს დაიწყო. დემოკრატები ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზით პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ამიტომ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მსგავსი