„რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

17:25, 31.01.2024

31 იანვარს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სპორტული გამოცემის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა.

პოპულარული იტალიური სპორტული მედია-პლატფორმის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი საქართველოში და ევრაზიის ქვეყნებში SMH Sports-ი, გახდა.

ღონისძიებაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ჯანლუკა ძამბროტა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებიც.

ჯანლუკა ძამბროტამ კარიერა 1994 წელს, 17 წლის ასაკში, „კომოში“ დაიწყო. თამაშობდა „ბარიში“, „იუვენტუსში“, „ბარსელონაში“, „მილანში“. ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება სერია A-ში გამოჩენისთანავე მიიქცია – 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მსგავსი