რეპერი Jay-Z მზად არის 2 მილიარდ ფუნტად „ტოტენჰემი“ შეიძინოს #1TVSPORT
რეპერი Jay-Z მზად არის 2 მილიარდ ფუნტად „ტოტენჰემი“ შეიძინოს #1TVSPORT

ლეგენდარული ამერიკელი რეპერი Jay-Z მზად არის სათავეში ჩაუდგეს ინვესტორთა ჯგუფს და შეიძინოს ლონდონის „ტოტენჰემის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი, – ამის შესახებ წერს გაზეთი Daily Express.

წყაროს ცნობით, სხვა ინვესტორების დახმარებით, Jay-Z-მ კლუბის შესაძენად შეიძლება გადაიხადოს ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. ადრე მუსიკოსი ასევე გამოხატავდა დაინტერესებას ლონდონის „არსენალის“ შეძენით.

„ტოტენჰემის“ ამჟამინდელი მფლობელი ჯო ლუისი ეჭვმიტანილია თაღლითობასა და ინსაიდერულ ვაჭრობაში. მას 45-წლიანი პატიმრობა ემუქრება.