რენატუ სანჩეში - „პარი სენ-ჟერმენისგან“ სერიოზული შემოთავაზება მქონდა
რენატუ სანჩეში - „პარი სენ-ჟერმენისგან“ სერიოზული შემოთავაზება მქონდა

„ლილის“ ნახევარმცველმა რენატუ სანჩეშმა განაცხადა, რომ პარიზულ გრანდთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით 2018 წელს ტრანსფერს ხელი მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა და „ბაიერნმა“ შეუშალეს.

„დიახ, მართალია, რომ „პარი სენ-ჟერმენისგან“ სერიუზული წინადადება მქონდა, მაგრამ ჩემმა მაშინდელმა კლუბმა და ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა არ გამიშვეს.“, – ციტირებს „ლილის“ პორტუგალიელ ლეგიონერს Le Figaro.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნიდან“ საფრანგეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში რენატუ სანჩეში წელს გადაბარგდა.

ფრანგებმა პორტუგალიელი ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ შეიძინეს.