Relevo - მესი არ ჩქარობს „ინტერ მაიმისთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და ბარსელონა ენატრება #1TVSPORT
Relevo - მესი არ ჩქარობს „ინტერ მაიმისთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და ბარსელონა ენატრება #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი არ ჩქარობს ხელშეკრულების გაგრძელებას ამერიკულ კლუბთან, რადგან ბარსელონაში ცხოვრება ენატრება, – ამის შესახებ წერს გამოცემა Relevo. არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.

წყაროს ცნობით, მესის კვლავინდებურად მიაჩნია ბარსელონა საკუთარ სახლად და იქ ცხოვრებას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ. 37 წლის ფორვარდის ოჯახიც პრიორიტეტად მიიჩნევს კატალონიის დედაქალაქში დაბრუნებას.

მესი „ბარსელონას“ სისტემაში 2000-2021 წლებში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მან პირველ გუნდში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.